
ლონდონში 61 წლის ქალის ცხედარი საკუთარ სახლში, ორი წლის შემდეგ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილის საცხოვრებელი ბინიდან მძაფრი სუნისა და ქირის გადაუხდელობის გამო მეზობლებმა პოლიციას არაერთხელ მიმართეს, თუმცა სამართალდამცველებმა ბინაში შესვლის გადაწყვეტილება წლების შემდეგ მიიღეს.
გარდა ამისა ქალს მეგობრები და ნათესავები არ ჰყავდა და მისი გაუჩინარების შესახებ ცნობა არავის შეუვსია.