ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში Google დაბლოკეს

გამოქვეყნდა:

Google დაბლოკილია დონეცკისა და ლუგანსკის "სახალხო რესპუბლიკებში" - ინფორმაციას, რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.

ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ პასეჩნიკმა Google-ი ტერორიზმისა და ექსტრემიზმის პროპაგანდაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ "რესპუბლიკა" მის გარეშეც იარსებებს.

მისი თქმით, აკრძალვა მოიხსნება, თუ Google შეწყვეტს "კრიმინალური პოლიტიკის" გატარებას და დაუბრუნდება "კანონის, ზნეობისა და საღი აზრის" ძირითად პრინციპებს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი