
რუსეთმა, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან ყველაზე მეტი სარაკეტო თავდასხმა ხარკოვის რეგიონში, ქალაქ იზიუმზე განახორციელა - ამის შესახებ ტელემარათონის ეთერში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
მისი თქმით, 24 თებერვლიდან ქვეყნის მთავარი სიტუაციური ცენტრის, SOTA-ს საინფორმაციო და ანალიტიკური სისტემა ომთან დაკავშირებულ ყველა პროცესს აკვირდება. მონაცემებით, იზიუმზე სულ 476 სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.
”მეორე ადგილზეა მარიუპოლი, შემდეგ ნიკოლაევი”, - თქვა დანილოვმა
შეგახსენებთ, რომ იზიუმი ოკუპანტებმა აპრილის დასაწყისში აიღეს. ქალაქი თითქმის მთლიანად დანგრეულია, რეგიონში ბრძოლები ისევ გრძელდება.