საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მე-4 ბუსტერ დოზით აიცრა. ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
მანამდე, ივლისის დასაწყისში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ მოუწოდა: "ვინც არ არის აცრილი, აიცრას! ვინც ორჯერ არის, „ბუსტერი" გაიკეთოს, ვისაც „ბუსტერი“ უკვე აქვს, მეორე „ბუსტერი" გაიკეთოს".