გახსოვთ მაინც სადაა აფხაზეთი?! - აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას და ოკუპანტების დანაშაულებზე დუმილს აპროტესტებენ.

აქტივისტებმა, აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართეს და მინისტრ დარჩიაშვილს, რუსეთის მიერ ბიჭვინთის ტერიტორიის მიტაცების გამო საჯარო პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვეს.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ იმ პირობებში, როცა რუსეთი საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას აგრძელებს, ხელისუფლების მხრიდან რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკის წარმოება დანაშაულია.

შეგახსენებთ, რომ  მოსკოვთან გაფორმებული ხელშეკრულებით თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ალსან ბჟანიამ რუსეთს ბიჭვინთის დაცული ტერიტორიის 185 ჰექტარი გადასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი