ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, უწყლოდ და უგზოდ დარჩენილი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს - ადგილობრივებისთვის განსაკუთრებით რთულად გადასატანი ზაფხულის ცხელი დღეებია, როცა კვირების განმავლობაში მხოლოდ ტექნიკური წყალის მიღება შეუძლიათ, ისიც რამდენიმე საათით. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ათობით კილომეტრის გავლა უწევთ სასმელი და სარწყავი წლის უზრუნველსაყოფად. სოფელში არც ძველი და რაც ახალი წყლის ქსელი არ მუშაობას. ახალი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაო 2020 წელს დაიწყო. პროექტი 2021 წლის ოქტომბერში უნდა დასრულებულიყო. პროექტის შემსრულებელმა კომპანიამ ქსლის რეაბილიტაციის მიზნით ცენტრალური ქუჩები გადათხარა და მიატოვა.
სოფელში დასრულებულია გამრიცხველიანების პროექტიც, მაგრამ მოსახლეობას წყლი მაინც არ აქვს.
"ვწვალობთ, ვწვალობთ და ვერაფერი მოგვყავს. პომიდორი, კიტრი დამჭკნაირია და აღარ არის. დასალევი წყალი გვენატრულება. აი იქ მოდის, გალავანთან, ძლივს დავდივარ და იქ მივდივარ, რომ მოვიტანო წყალი. წყალი გვენატრულება, რომ პირი დავიბანოთ...გზები გაკეთდებაო, წყალი იქნებაო, არაფერიც არ არის. ჩვენი პატრონი არ არის",- ამბობს ადგილობრივი.
მატაანში ამბობენ, რომ "წყალი გაიყვანეს, მაგრამ თქვეს, რომ არ დალიოთო, სოჩიკები გაგვიკეთეს და რისთვის? რა გააკეთეს? ადგილობრივი დეპუტატი ამბობს, რომ არ დალიოთო, მა რა დავლიოთ? რანაირიად შეიძლება"
ხელისუფლება კი მარაგის სიმცირეზე ჩივის და ამასაც მოქალაქეების მხრიდან წყლის არაგონივრულ ხარჯვას აბრალებს. ადგილობრივ ხელისუფლებაში ირწმუნებიან, რომ წყლის ახალი ქსელი ექსპლუატაციაში 2 აგვისტოდან შევა. ახმეტის მერი ამბობს, რომ მოსახლეობა სასმელ წყალს ვენახების მოსარწყავად მოიხმარს.
"სოჩიკები კი დაყენდა, მაგრამ სოჩიკების აღრიცხვა არ არის დაწყებული. გვალვებია და ამ წყალს მოსახლეობა ხმარობს სარწყავად. 3-ჯერ ჩამოიარა ჩვენმა დეპუტატმა და ისეა გაშვებული. 2 აგვისტოდან უნდა ჩაირთოს სოჩიკები. წყლის მარაგი საცავებში გვაქვს. რაც შეეხება მელიორაციის პრობლემას, მაგასთან დაკავშირებითაც ვმუშობთ"- ამბობს ახმეტის მერი, ალექსი ფიცხელაური.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ წყლის პრობლემის მოსაგვარებლად მილიონები დახარჯეს, მაგრამ მოქალაქეების მდგომარეობა არ შეცვლილა. მათი თქმით, ხელისუფლება ხელს ხალხისკენ იშვერს და ამუნათებენ, რომ წყალი ერთად არ უნდა მოეხმარათ.
ავტორი: ია გულიაშვილი