
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა განაცხადა, რომ უკრაინაში, რუსი ლეიტენანტებისა და კაპიტნების გარდა, დაიღუპა ასობით პოლკოვნიკი და გენერალი.
მისი თქმით, რუსეთი სამხედროების დაღუპვას სახელმწიფო საიდუმლოებად ასაღებს და ოფიციალურ ინფორმაციას მსხვერპლის თაობაზე არ ასაჯაროებს.
აშშ-ის შეფასებით, უკრაინამ გაანადგურა 100-ზე მეტი "ძვირადღირებული" რუსული სამიზნე უკრაინაში, მათ შორის სამეთაურო პუნქტები, საბრძოლო მასალის საწყობები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები.