რუსმა ოკუპანტებმა დონეცკი ისევ დაბომბეს - დაშავდა 9 მშვიდობიანი მოქალაქე

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქზე მორიგი იერიში მიიტანეს. ოლქის გუბერნატორის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

"რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას. რუსებმა დონეცკის ოლქში 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაჭრეს, აქედან 3 ბახმუტში, 2 სლავიანსკში, 2 ლასტოჩკინოში, 1 ნოვომიხაილივკაში და 1 სევერსკში", - თქვა კირილენკომ. 

მანვე განმარტა, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი