
რუსმა ოკუპანტებმა დილით ქალაქ კროპივნიცკის გარეუბნები დაბომბეს. ინფორმაციას კიროვოგრადის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი რაიკოვიჩი ავრცელებს.
მისი თქმით, დამპყრობლებმა 13 რაკეტა გაისროლეს, მათ შორის 8 ზღვიდან, ხოლო 5 თვითმფრინავიდან.
"სამიზნე იყო რეგიონული ცენტრის გარეთ ინფრასტრუქტურული ობიექტები. კერძოდ, კანატოვეს სამხედრო აეროდრომი და უკრზალიზნიცის ერთ-ერთი ობიექტი", - თქვა მან.
რაიკოვიჩის ცნობით, თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. ადგილზე სამაშველო და პიროტექნიკური ბრიგადები მუშაობენ.
მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში დილიდან გამოცხადდა. აფეთქებები მოხდა ბევრ ქალაქში. კერძოდ, რუსმა აგრესორებმა მიკოლაევს 6 რაკეტა ესროლეს. დაბომბვის შედეგად საწყობის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. სხვა დარტყმები ქალაქის გარეუბნებზე განხორციელდა.
გარდა ამისა, ღამით რუსებმა განაგრძეს შეტევა ხარკოვის ოლქზე. იერიშები მიიტანეს დნეპროპეტროვკსის ოლქის ორ რაიონზე.