ხელოვანები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კოლეგებს თხოვნით მიმართავენ გამოხატონ მხარდაჭერა საქართველოში თავისუფალი შემოქმედებითი პროცესების გასაძლიერებლად. ერთობლივ განცხადებაში ისინი წერენ, რომ ხელისუფლებას განზრახულია აქვს სახელოვნებო სფეროზე სრული კონტროლის დამყარება.
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებული იულონ გაგოშიძე ამბობს, რომ მინისტრ წულუკიანს უნდა მართვაში მორჩილი ხალხი ჰყავდეს და მას კულტურაზე წარმოდგენა საერთოდ არ აქვს.
"თეა წულუკიანი კულტურაში მოვიდა არა იმიტომ, რომ კულტურისთვის რამის გაკეთება უნდა, იმას უნდა, რომ კულტურაში, უფრო სწორად კულტურის მართვაში ჰყავდეს მორჩილი ხალხი, რომელიც მის ჭკუაზე გაივლის. კულტურაზე ზედმეტია ლაპარაკი, იმიტომ, რომ ისეთივე წარმოდგენა აქვს კულტურაზე, როგორც ჩინურ დამწერლობაზე მაგას, წარმოდგენა არ აქვს და არც სჭირდება", - ამბობს ისტორიკოსი, არექოლოგი, იულონ გაგოშიძე.
ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, დასავლეთს უნდა გააგებინონ რა ხდება საქრთველოში, რადგან აქ უკვე "საბჭოთა კავშირის ფილიალია" და თეა წულუკიანი ამის ერთ-ერთი განმახორციელებელია, ეს ყველამ უნდა იცოდეს.