გაყიდული თამაშები და განადგურებული საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ზუგდიდში | ენმ გამოძიების დაწყებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში 20 მილიონზე მეტის ღირებულების სტადიონი, რომელიც ყველა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს ინგრევა, საფეხბურთო კლუბი დინამო ზუგდიდი კი გაყიდული თამაშების გამო, დისკვალიფიცირებულია.

ოპოზიცია, საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, გამოიძიოს გაყიდული თამაშების საქმე და როგორც ხელმძღვანელი პირების, ისე მსაჯის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.

"მივმართავ საქართველოს პროკურატურას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. ის რაც ხდება ზუგდიდის საფეხბურთო გუნდში, არის რამდენიმე ტიპის დანაშაული. რა დამართა ხელისუფლებამ გუნდს, რომელიც იყო მუნიციპალური საკუთრება და ისე გაასხვისა კერძო ინვესტორზე, რომ დღეს, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბის საქმიანობაში, საეჭვო თამაშებში, ფსონების დადებაში ეჭვმიტანილები არიან კანონიერი ქურდები. დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ და სუს-მა, სად გაიფლანგა 2014-2017 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიცემული თანხები ზუგდიდის გუნდში", - თქვა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ანა წითლიძემ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი