რაჭაში, "ქართული ოცნების" წვეულება გვიან ღამით ფოიერვერკით დასრულდა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერებს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბიზნესმენმა გოჩა ენუქიძემ მისსავე სასტუმროში უმასპინძლა.
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ეს ოცნების ხელისუფლების პირველი მასშტაბური შეკრება იყო, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძეც მიიწვიეს. მოლოდინის მიუხედავად, წვეულებაზე არ მისულა ბიძინა ივანიშვილი.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შეკრება ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატსა და ადგილობრივ გამგებელს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო დაიგეგმა, სადაც მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები, ურთიერთობის გასარკვევად ჩავიდნენ.