ოლაფ შოლცის მეზობლებმა მის სახლთან სანაგვე ყუთში, G7-ის სამიტის საიდუმლო დოკუმენტაცია იპოვეს

გამოქვეყნდა:

გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით,  გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მეზობლებმა პოსტდამში, მის სახლთან სანაგვე ყუთში, დიდი შვიდეულის სამიტის საიდუმლო დოკუმენტაცია იპოვეს, რომელიც შეიცავდა G7-ის წევრი ქვეყნების ლიდერებისა და მათი მეუღლეების შესახებ პირად ინფორმაციას. დოკუმენტებს მინიჭებული ჰქონდა "გრიფით საიდუმლო - მხოლოდ ოფიციალური გამოყენებისთვის" და შედგენის ადგილად მითითებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

Spiegel-ის ცნობითვე, დოკუმენტების გასაჯაროება, სავარაუდოდ, კანცლერი შოლცის მეუღლის უყურადღებობას უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი