დასახლება რუსი მიგრანტებისთვის? - საოკუპაციო ხაზთან კოტეჯებს აშენებენ

გამოქვეყნდა:

სოფელ ქვემოჭალაში, იქ სადაც ზაზა გახელაძე ჯერ დაჭრეს, შემდეგ  კი გაიტაცეს,  დიდი მშენებლობა მიმდინარეობს. საოკუპაციო ხაზიდან 3 კილომეტრში 121 კოტეჯი უნდა დაიდგას. 

ტერიტორია უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობის გამო საქართველოს მოქალაქეებისთვის მიმზიდველი არ არის. აქედან გამომდინარე ადგილობრივებს აქვთ ეჭვი რომ ხელისუფლება რუსეთიდან მიგრანტებს საკუთარ დასახლებას უშენებს.

პროექტის ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე პასუხების მიღების მიზნით, ადგილობრივ თვითმმართველობას მივმართეთ. სოფლის  გამგებელმაც მხოლოდ ის იცის, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ. სტეფანე მესროფაშვილი ადასტურებს რომ 121 კოტეჯი აშენდება თუმცა, ვისი პროექტია და რა მიზნით აშენებს, არ იცის.

კასპის მერიაში "მთავარის" კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.

საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით ირკვევა, რომ ტერიტორია სადაც მშენებლობა მიმდინარეობს კერძო პირების საკუთრებაშია და მიწის ნაკვეთის მფლობელები  ვინმე ინგა კურტანიძე და ალთოვერკ აბდულაჰ აბდაბია. რა მიზნით, ან ვისთვის აშენებენ საოკუპაციო ზოლთან სააგარაკე კომპლექსს, უცნობია.

მას შემდეგ, რაც საეჭვო მშენებლობით დავინტერესდით, ტერიტორიაზე ბანერები მოხსნეს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი