"ნაცემი კაცი ჩაუკეტიათ მანქანაში" - ვარკეთილში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა

გამოქვეყნდა:

ვარკეთილში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები, დაახლოებით, 3 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. "შკოდის" მარკის ავტომობილი, რომლის მინაც ჩამსხვრეულია, სავარაუდოდ, სახელმწიფო ბალანსზეა. რა მოხდა ზუსტად, ამ დრომდე უცნობია.

"ვიღაც ჩაუკეტიათ ამ მანქანაში, ნაცემი კაცი ჩაუკეტიათ, შიგნით დარჩა", - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები. 

"შკოდის" გვერდით გაჩერებული ავტომობილის მფლობელი ამბობს, რომ მის მანქანას დაზაიანებები არ აქვს და არც მოპარულია რაიმე.

როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი