კასპის პოლიციის უფროსისა და კრიმინალების დაპირისპირება - სავარაუდო მიზეზი ცნობილია

გამოქვეყნდა:

კასპის საკრებულოს წევრი, გიორგი შარიფაშვილი, რომელსაც ძალოვან უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ამბობს, რომ კასპის პოლიციის უფროსსა და "კრიმინალურ ავტორიტეტებს" შორის დაპირისპირება წინასაარჩევნოდ განვითარებულ პროცესებს უკავშირდება.

მისი თქმით, ხელისუფლება და ძალოვანი უწყების თანამშრომლები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს მხარდაჭერის სანაცვლოდ, გარკვეულ გარანტიებს აძლევდნენ და მათ ჰპირდებოდნენ, რომ არჩევნების შემდეგ მათს სურვილებს შეუსრულებდნენ. 

ხელისუფლებამ და ძალოვანმა უწყებამ კრიმინალები "გადააგდო" და ახლა მათ ავიწროებენ. გიორგი შარიფაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივი კრიმინალები ჩოქურს სწორედ ამ მიზნით დაუპირისპირდნენ. 

"მიუხედავად იმისა, რომ შსს მალავს აღნიშნულ ფაქტს, რომ გიორგი ჩოქურს იარაღი ესროლეს კრიმინალურმა ავტორიტეტებმა, ჩვენთვის და მთლიანად რაიონისთვის ცნობილია, რომ აღნიშნულ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. კასპის პოლიციის უფროს კრიმინალურ ავტორიტეტებად წოდებული კასპში მცხოვრებლები სთხოვდნენ პასუხს, რომ არჩევნებში მოგების შემდგომ არ მოუწყეს კარგი ცხოვრება, არ მოუხსნეს პირობითი მსჯავრი, არ მისცეს ბიზნესი, არ გაათავისუფლეს რაიმე სახის სასჯელისგან. და გამაფრთხილებლად უთხრეს, რომ თუ გააგრძელებდა მათ დევნას და პირობების არ შესრულებას, დღეის მდგომარეობით თუ ჩვენ გესროლეთ ფეხებში, ხვალ დაგაჭედებთ თავში.

ერთ-ერთი კონფლიქტი, რაც ბოლოს იყო ის, რომ მიკროავტობუსებთან ერთად კასპი-თბილისის მიმართულებით, უნდა ემოძრავათ მინივენებსაც, რომლებსაც კრიმინალური ავტორიტეტები მფარველობდნენ და კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ვერ "დააალაგეს" ეს თემა და ამაზეც სთხოვდნენ პასუხს პოლიციის უფროს და მივიღეთ ეს შედეგი",- ამბობს კასპის საკრებულოს წევრი ენმ-დან, გიორგი შარიფაშვილი.  

კასპის პოლიციის უფროსი, გიორგი ჩოქური გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი "ტყუილია". 

მომხდართან დაკავშირებით შსს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი