2000 ოკუპანტი ალყაშია, რუსებს იარაღის საწყობები ისევ რუსეთის ტერიტორიაზე გადააქვთ-HIMARS-ების ძალა და ცნობები ფრონტის ხაზიდან

გამოქვეყნდა:

პუტინი უკრაინაში მარცხდება - სწორედ ამაზე მიანიშნებს ის ინფორმაციები რომელსაც ამერიკის, ბრიტანეთისა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების დაზვერვა ავრცელებს. საოკუპაციო ჯარს რამდენიმე კვირაა ეფექტური შეტევის განხორციელება აღარ შეუძლია, ისინი ახალი ტერიტორიების დაკავებასაც ვეღარ ახერხებენ.  

ამერიკულმა "ჰაიმარსება" კი რუსები საერთოდ შოკში ჩააგდო. პენტაგონის ინფორმაციით ოკუპანტებმა ამერიკის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული ვერცერთი მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის განადგურება ვერ მოახერხეს, რაც უკრაინელ ჯარისკაცებს ფრონტის ხაზზე დამატებით უპირატესობას აძლევს. ეს უპირატესობა კი უკვე იგრძნობა. რუსები შეშინებულები არიან  უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იარაღის საწყობები და სამეთაურო შტაბები ისევ რუსეთის ტერიტორიაზე გადააქვთ. 

პარალელურად წარმატებულია უკრაინელი სამხედროების კონტრშეტევები. ამ დრომდე მათ ხერსონთან 2000-მდე ოკუპანტი ალყაში ჰყავთ მოქცეული. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი