ოდესის პორტის დაბომბვის შედეგად, მარცვლეულის საწყობი არ დაზიანებულა

გამოქვეყნდა:

უკრაინის სამხრეთ გვარდიისა და თავდაცვის ძალების პრესცენტრის ინფორმაციით, ოდესის პორტის დაბომბვის შედეგად, მარცვლეულის საწყობი არ დაზიანებულა. ნატალია გუმენიუკის განცხადებით, მსხვერპლი არ არის, თუმცა პორტის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა: 

„აშკარაა, რომ მტრის მიზანი იყო ოდესის საზღვაო სავაჭრო პორტზე დარტყმა, ამ მიმართულებით ოთხი კალიბრის რაკეტა იყო გამიზნული, ორი ჩამოაგდეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა, ორი მოხვდა თავად პორტის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე, სატუმბ სადგურზე“, - თქვა მან.

მისივე ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, მცირე ხანძარიც გაჩნდა, რომელიც მალევე ჩააქრეს მაშველებმა.

შეგახსენებთ, გუშინდელი შეთანხმების გაფორმების მიუხედავად, რუსეთმა დღეს დილით ოდესის პორტი დაბომბა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი