
რუსეთს ივლისის ბოლომდე მოხალისეთა 16 ბატალიონის შექმნა სურს და ახალ კორპუსს აყალიბებს ნიჟნი-ნოვგოროდის რეგიონში - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ ისაუბრა.
მისი თქმით, ნიჟნი-ნოვგოროდის რეგიონის ბატალიონში 10-დან 15 ათასამდე ადამიანი იქნება გაერთიანებული.
„პირველი, რაც ეხება ამ ე.წ მოხალისეთა ბატალიონებს. ეს არის ახალი მიდგომა, რომელიც რუსეთის ფედერაციამ ახლახან დაიწყო. ერთი თვის წინ რუსეთის ფედერაციის 50-მდე სუბიექტმა მიიღო ბრძანება 500-600 კაციანი ბატალიონის შექმნის შესახებ. ნათლად ვიცით, რომ დღეს უკვე ჩამოყალიბებულია 8 ბატალიონი. თვის ბოლომდე კიდევ 8 ბატალიონის ჩამოყალიბება იგეგმება. ასეთი ბატალიონი იქმნება ყველა რეგიონში, მათ შორის ყირიმში, მოსკოვსა და პეტერბურგში“, - განაცხადა ვადიმ სკიბიცკიმ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე, სოფელ ნოვოზერნეში ახალი სამობილიზაციო ცენტრი განლაგდა.
„არის სამობილიზაციო გეგმები, მაგრამ არ დავასახელებ, რომ მტერმა არ გაიგოს, რომ ჩვენ ეს ვიცით. დასახელებულია მობილიზაციის გეგმები და აპლიკაციები. არის დანიშნული პერსონალი, იგივე 943-ე სამობილიზაციო განლაგების ცენტრი, რომელიც განლაგდება ნოვოზერნიში. ჩვენ ვიცით და გვესმის ეს ყველაფერი. და ამიტომ არის გეგმები მობილიზაციისა და ნაწილების ფორმირების შესახებ, ისინი რეალურია“, - თქვა სკიბიცკიმ.
სკიბიცკის თქმით, ყირიმში მობილიზაციის თავისებურება, სხვა ოკუპირებული ტერიტორიებისგან განსხვავებით, არის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა დაქირავება.