
ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მარჩენკომ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც განაცხადა, რომ ოდესის პორტზე დარტყმის შედეგად დაშავებულები არიან.
მან არ დაასახელა მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა. ასევე, მარჩენკოს თქმით, დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა.
"სამწუხაროდ არიან დაშავებულები. დაზიანებულია პორტის ინფრასტრუქტურა. ამ დარტყმის შემდეგ მთელმა მსოფლიომ უნდა ნახოს როგორია რუსეთი. ეს არის ტერორისტული ქვეყანა, რომელთანაც შეუძლებელია რაიმეზე მოლაპარაკება. და მათთან ყველა შეთანხმება არც კი არის. "ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა არ არის მხოლოდ თავდასხმა, არამედ გზავნილი გაეროსა და მთელი მსოფლიოსთვის, რომ რუსეთი არ აპირებს მოლაპარაკებას ან შეჩერებას", - განაცხადა მარჩენკომ.