ოკუპანტებმა მიკოლაევი დაბომბეს | დაშავებულია 16 წლის მოზარდი, ხალხი ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი

გამოქვეყნდა:

რუსმა დამპყრობლებმა რაკეტები დაუმიზნეს მიკოლაივის ხალხმრავალ პუნქტს, ნანგრევების ქვეშ ხალხია- ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონალური საბჭოს ხელმძღვანელმა, ანა ზამაზეევამ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსმა ოკუპანტებმა კვლავ ეშმაკურად გაისროლეს რაკეტები მიკოლაივის ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას, რადგან დამპყრობლების სამიზნე ტერიტორია ყოველთვის იქაა, სადაც ბევრი ადამიანია. 

"დაშავდა 16 წლის ბავშვი... ნამსხვრევები. წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსი დაბომბეს... ნანგრევების ქვეშ ხალხია!", ხაზგასმით აღნიშნა ზამაზეევამ.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ადგილზე სამედიცინო დახმარების ჯგუფები და მაშველები იმყოფებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი