„ანუ, გავამხილეთ უამრავი დეტალი, რის საფუძველზეც მას უნდა განეხორციელებინა ანალიზი, რაღაცების შეფასება-გადაფასება, თუმცა მან ეს ვერ შეძლო. ამის მიზეზი რა იყო, არ ვიცი, მაგრამ ეს არის ფაქტი. გასული თვეების განმავლობაში მე პირადად რამდენჯერმე მქონდა პრეზიდენტთან შეხვედრა, ანალოგიურად, პარლამენტის თავმჯდომარეს და გუნდის სხვა წარმომადგენლებიც ხვდებოდნენ. ვიმეორებ, მას ვუხსნიდით ისეთ დეტალებს, რაზეც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ. აქედან გამომდინარე, მას არ ჰქონდა ამის დეფიციტი და ასევე არ ჰქონდა ინფორმაციის ნაკლებობა, თუმცა ვერ მოახერხა იმ რაღაცების გაანალიზება, რასაც სწორი ანალიზი სჭირდებოდა. ამის გამო, სამწუხაროდ, აქვს ისეთი პოზიცია, რომელიც ობიექტურ მოცემულობას არ შეესაბამება. შეიძლება, ამას ჰქონდეს სხვა მიზეზებიც. არ ვიცი, შესაძლოა, რაღაც ხიბლშია ჩავარდნილი“,
- თქვა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ " საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში