გვიწევდა სახელმწიფოს ღირსების დაცვა მის წინააღმდეგ...მოქმედებდა, როგორც პოლიტიკოსი - კობახიძე ჰარცელზე

გამოქვეყნდა:

"ბევრჯერ ვნახეთ ეს სხვადასხვა მომენტში, როდესაც გარკვეული მოლაპარაკებები წარიმართებოდა, მას ყოველთვის ეჭირა ისეთი პოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს. არა ხელისუფლების და მმართველი გუნდის ინტრესებს, არამედ სახელმწიფოს ინტერესებს. პირდაპირ ჩანდა მისი კონკრეტული გამონათქვამებიდან დახურულ სივრცეში. საჯარო სივრცეშიც იყო გარკვეული განცხადებები, მაგრამ განსაკუთრებით კულისებში. ის გამოირჩეოდა ისეთი განცხადებებით, რომლებიც აჩვენებდა უდიერ დამოკიდებულებას სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიმართ და ჩვენ გვიწევდა ჩვენი სახელმწიფოს ღირსების დაცვა მის წინააღმდეგ, ძირითადად ეს ხდებოდა კულისებში...

ის მოქმედებდა არა როგორც დიპლომატი, ეს ვუთხარი ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ის მოქმედებდა სინამდვილეში არა როგორც დიპლომატი, არამედ როგორც პოლიტიკოსი“

- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩზე, კარლ ჰარცელზე,  "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი