"ჩვენ ვხედავთ მხოლოდ აისბერგის მწვერვალს..." | გაეროს ცნობით, ომის დაწყებიდან სექსუალურ ძალადობაზე 150 ბრალდება მიიღეს

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში,  პრამილა პატენმა, ისაუბრა კიევში პირველი ლედებისა და ჯენტლმენების სამიტზე ვიდეოზარის საშუალებით.

მისი თქმით, ომის დაწყებიდან გაერომ მიიღო 150-ზე მეტი შეტყობინება რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ.

”ჩვენ ვხედავთ მხოლოდ აისბერგის მწვერვალს, ის ტოვებს საშინელ კვალს ინდივიდებისა და საზოგადოების ცხოვრებაზე, ანგრევს ოჯახებს და შედეგები იგრძნობა თაობებისთვის.”,- თქვა მან. 

ცნობისთვის, დღეს კიევი მასპინძლობს პირველი ქალბატონებისა და ბატონების მეორე სამიტს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის მეუღლის, ოლენა ზელენსკას ინიციატივით იმართება. შეხვედრა თავად ვლადიმერ ზელენსკიმ გახსნა. მონაწლეობა მიიღეს თურქეთის, აშშ-ს, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, კანადის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ესპანეთის, სერბეთის, მონტენეგროს პირველმა ქალბატონებმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მეუღლემ, ჰოლივუდის ვარსკვლავებმა: რიჩარდ გირმა, მილა კუნისმა და ეშტონ კატჩერმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი