უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის რეგიონში ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევენ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

რუსეთის შემოჭრიდან ასორმოცდამეათე დღე გავიდა. ეს დღე გარკვეულწილად წინა დღეებს წააგავს - ისევ სარაკეტო დარტყმები, მძიმე ბრძოლები ფრონტზე ბევრ რაიონში; დონბასი, ხარკოვის რეგიონი ისევ იბომბება. თუმცა, ამასთან ერთად, ეს დღე გვიჩვენებს, რამდენად შორს ვართ წასული გამარჯვებისკენ. უპირველეს ყოვლისა, ახლა ხერსონის რეგიონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოკუპანტები ცდილობდნენ იქ ფეხის მოკიდებას, მათმა კოლაბორანტებმა სხვადასხვა თავხედური განცხადებები გააკეთეს, მაგრამ რით დაეხმარა ეს მათ? უკრაინის შეიარაღებული ძალები ეტაპობრივად წინ მიიწევენ რეგიონში. 

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი