
უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესოოს შედეგად 358 ბავშვია დაღუპული, 684-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. ინფორმაციას უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.
"რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 1 042-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. 24 ივლისის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში დაღუპულთა ოფიციალური რაოდენობა არ შეცვლილა, თუმცა დაშავებულთა რიცხვი 684-მდე გაიზარდა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში - 361, ხარკოვის ოლქში - 194, კიევის ოლქში - 116, ჩერნიგოვის ოლქში - 68, ლუგანსკის ოლქში - 61, ნიკოლაევის ოლქში - 54, ხერსონის ოლქში - 54, ზაპოროჟიეს ოლქში - 40.
აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.