
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1991 წელს დაბადებული თ.ხ. თბილისში სხვისი მანქანის დაზიანების გამო დააკავეს. უწყების ცნობით, ის ნასვამ მდგომარეობაში იყო.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 ივლისს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ.ხ.- მ 1983 წელს დაბადებული კ.ა.- ს სარგებლობაში არსებული ავტომობილი დააზიანა", - წერს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.