
კალიფორნიის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რადგან ყველაზე დიდი აქტიური ტყის ხანძარი აშშ-ში სწრაფად ვრცელდება იოსემიტის ეროვნულ პარკთან.
მუხის ხეების ხანძარი, რომელიც პარასკევს დაწიყო სწრაფად გავრცელდა.
6000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა და დანგრეულია 10 სახლი.
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადდა მარიპოზას ოლქში, საშუალებას მისცემს შტატს მიიღოს ფედერალური დახმარება ხანძრის ჩასაქრობად. ცეცხლის ჩასაქრობად 400-მდე მეხანძრე და ოთხი ვერტმფრენია მობილიზებული.
იოსემიტის ეროვნული პარკი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და უძველესი სექვოიას ხეების სახლი. აშშ-ის სატყეო სამსახურმა პარასკევს განაცხადა, რომ იღებს გადაუდებელ ზომებს ხეების დასაცავად, მათ შორის დაბალი მცენარეულობის მოცილება ხდება, რომლებსაც შეუძლიათ ხანძრის გაჩენა.