სასტიკი მკვლელობა შიდა ქართლში | დაკავებულია 70 წლის ქალი, მოკლულის ოჯახი კი ჩხუბში მონაწილეების დასჯასაც ითხოვს - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 70 წლის ქალს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. თუმცა, ზუსტად რა დროისთვის წარუდგენენ მას ბრალს, პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში "მთავარი არხის" სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ. 

დაკავებულ ქალს გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევა სოფელ კირბში მოხდა, თანასოფლელებს შორის უთანხმოება ჩხუბში გადაიზარდა. მოკლული 33 წლის ლევან გვიმრაძის ოჯახი კი თვლის, რომ ბრალდებულთა წრე უნდა გაიზარდოს და მუხლიც გადაკვალიფიცირდეს. 

70 წლამდე ქალი დაკავებულია და იზოლატორშია გადაყვანილი, თუმცა გარდაცვლილის ოჯახში თვლიან, რომ ბრალდებულ პირთა წრე უნდა გაიზარდოს, ვინაიდან მათი თქმით, ლევან გვიმრაძეს თავდაპირველად დაზიანებები დაკავებულის შვილმა მიაყენა.

"გადმომხტარან იქ, მუშები ჰყავდა იმ ბიჭს, ისინიც წამოსულან. არ ვიცი რა გააკეთა ამ ბავშვმა ისეთი, რომ ყველა იერიშზე წამოსულა. ამასაც რა ვიცი, ინსტიქტურად მოვიქნიე თოხიო, 5 ერთზე მოდიოდაო... ნაცემი იყო. 7 დღე ებრძოლა, მე მატყუებდნენ, ძალით ვაძინებთო, თურმე კომაში ყოფილა ბავშვი“, - ამბობს გარდაცვლილის დედა, თამარ ქობულაშვილი.

70 წლის ქალის შვილის დაკავებას ითხოვს სოფლის მოსახლეობაც. ამბობენ, რომ კონფლიქტი სწორედ მან წამოიწყო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი