იტალიელმა მძარცველებმა მოპარული საათი დააბრუნეს და ბოდიში მოიხადეს მას შემდეგ, რაც გაიგეს რომ ის ყალბი იყო

გამოქვეყნდა:

იტალიაში, ნეაპოლის ერთ-ერთ კაფეში მსხდომ შვეიცარიელ ტურისტებს თავს დაესხნენ და საათი იარაღის მუქარით წაართვეს.

CNN-ის ცნობით, მძარცველებმა წართმეული ნივთი შეამოწმეს და მას შემდეგ, რაც დაადგინეს, რომ საათი ყალბი იყო და არა "რიჩარდ მილის" ორიგინალი, პატრონს დაუბრუნეს და ბოდიშიც  მოუხადეს. ფაქტის ამსახველი კადრები ბარის, Monidee Café-ის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. 

"მათ ეგონათ, რომ ეს საათი 300 000 ევრო ღირდა", - ამბობს ფრანჩესკო ემილიო ბორელი, პირი, რომელიც ნეაპოლში დანაშაულის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს. 

თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ ქურდებმა ეს სასჯელის თავიდან ასაცილებლად გააკეთეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი