იაპონიაში ვულკანი საკურაძიმა ამოიფრქვა | გამოცხადდა "უმაღლესი დონის განგაში"

გამოქვეყნდა:

იაპონიაში ვულკანი ამოიფრქვა, გამოცხადდა "უმაღლესი დონის განგაში" და მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Independent ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, იაპონიის დასავლეთ მთავარ კუნძულ კიუშუზე ვულკანი ამოიფრქვა, განხორციელდა ასობით ადამიანის ევაკუაცია. 

იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა, რომ საკურაძიმას ამოფრქვევა კვირას საღამოს 8:05 საათზე (11:05 საათზე) დაიწყო. იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ვულკანური ფერფლი და კვამლი  2,5 კილომეტრის რადიუსზე გავრცელდა. 

საკურაძიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და სხვადასხვა დონის ამოფრქვევები რეგულარულად ხდება. 2019 წელს ვულკანი 5,5 კმ სიმაღლეზე ამოიფრქვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი