
ფილიპინების უნივერსიტეტში, გამოსაშვებ ცერემონიალზე მომხდარი სროლის დროს სამი ადამიანი დაიღუპა. Reuters პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილთა შორისაა ყოფილი მერი ქვეყნის სამხრეთიდან.
გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი კამპუსის უსაფრთხოების ოფიცერთან სროლისას დაიჭრა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა. სამართალდამცველებმა ის უკვე გამოკითხეს და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.