ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა და თავდასხმები ელჩებზე | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა სულ უფრო სახიფათო ფაზაში გადადის. მეტიც, ახლა ეს განცხადებები შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც პირდაპირ რუსული რიტორიკა, რომელსაც ქართული სახელები და გვარები იმეორებენ.

პარალელები რუსეთის ანტიდასავლურ ისტერიასა და ქართული ოცნების მოქმედი თუ ვითომ განდგომილი წევრების განცხადებებს შორის იმდენადვე სამარცხვინოა, რამდენადაც მამახილებელი. სახელისუფლებო ვერტიკალის დონეზე დაგეგმილი და ორგანიზებული ვერბალური თავდასხმები კელი დეგნანზე, დაუსაბუთებელი საყვედურები კარლ ჰარცელის მიმართ, დასავლეთის დემონიზება კრემლის სტილში - და ეს ყველაფერი იმ ქვეყნის ხელისუფლებისგან, რომელიც დეკლარირებულად ევროპისკენ მიისწრაფის.

ეს სხვა შემთხვევაში იმ ტოტის მოჭრას დაემსგავსებოდა, რომელზეც ზიხარ. თუმცა - რაც ფარდის ახდის თუ ნიღბის ჩამოხსნის შემდეგ გავიგეთ, ისაა, რომ ქართული ოცნება სულ სხვა ტოტზე ზის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი