ოკუპანტები რუსეთში ხერსონიდან მოპარულ საზამთროს ყიდიან -უკრაინული მედია

გამოქვეყნდა:

ოკუპანტები რუსეთში დროებით ოკუპირებული ხერსონიდან მოპარულ საზამთროს ყიდიან - ამის შესახებ რუსული ტელეგრამის არხი SOTA იუწყება.

გამოცემის მიხედვით, კრასნოდარის ერთ-ერთ ბაზარში რუსები ყიდიან დროებით ოკუპირებული ხერსონიდან მოპარულ საზამთროს.

„კრასნოდარში ხერსონის საზამთრო იყიდება: ისინი გამოჩნდნენ ბაზრობაზე „ჟუკოვის სახელობის" უბნის მახლობლად, სადაც ძირითადად გადამდგარი სამხედროები ცხოვრობენ“- წერს SOTA.

ცნობისთვის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში მოპარული მარცვლეულისა და ნავთობის მოსავლის საერთო ღირებულება 600 მილიონ დოლარზე მეტია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი