რუსები უკრაინელებს, რომლებსაც "რეფერენდუმში" მონაწილეობა არ უნდათ, მელიტოპოლიდან დეპორტით ემუქრებიან

გამოქვეყნდა:

რუსები იმუქრებიან ოკუპირებული მელიტოპოლის მცხოვრებთა დეპორტით, რომლებიც უარს ამბობენ რუსეთთან შეერთების ფსევდორეფერენდუმში მონაწილეობაზე - ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.

მერმა დასძინა, რომ შესაბამისი ბრძანებულება ჯერ არ არის დამტკიცებული, მაგრამ მის განსახორციელებლად მზადება უკვე მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ "რეფერენდუმი", როგორც ასეთი, არ იქნება და რუსები მხოლოდ პროპაგანდისტული მედიისთვის დადგამენ "სცენარს". 

ფედოროვის თქმით, ოკუპანტები სექტემბრის დასაწყისში გეგმავენ "რეფერენდუმის" გამართვას და ცდილობენ მოძებნონ ადამიანები, რომლებიც მის ორგანიზებას თანხის სანაცვლოდ შეძლებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი