მოსკოვში მოქალაქემ უჩივლა მეზობელს, რომელმაც Wi-Fi-ის სახელად „დიდება უკრაინას“ დაარქვა

გამოქვეყნდა:

მოსკოვში ქალმა მეზობელს პოლიციაში უჩივლა იმის გამო, რომ Wi-Fi-ის სახელად "დიდება უკრაინას" დააწერა - ამის შესახებ უკრაინული მედია, UNIAN წერს. 

მათი ცნობის თანახმად, მოსკოველმა მის ბინაში დაიჭირა სუსტი უკაბელო ინტერნეტის სიგნალი, "Слава Україні", რის შემდეგაც იგი მაშინვე წავიდა პოლიციაში, რათა დაეწერა მოხსენება "ნაძირალაზე", რომელმაც დივერსია მოაწყო.

სამართალდამცველები „ღონისძიების“ ადგილზე მივიდნენ და დარწმუნდნენ, რომ Wi-Fi სახელწოდებით „დიდება უკრაინას“ ნამდვილად არსებობს. თუმცა, საიდან მოდიოდა სიგნალი, ვერ გაარკვიეს. მედიის ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 

მანამდე The Economist-მა დაწერა, რომ ომი მოსკოვს უბრუნებს სტალინისდროინდელ ატმოსფეროს. ერთმანეთის დასმენა ისევ ჩვეული გახდა და აზრის გამოთქმის შიში ახლო მეგობრების წრეებშიც კი საშიში ხდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი