
70 წლამდე ასაკის ქალს, რომელსაც 33 წლის კაცის სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან, პროკურატურა ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებს. აღკვეთ ღონისძიებაზე გორის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.
დაკავებული ამ დრომდე, გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. წინასწარი ინფორმაციით, მან სოფელ კარბში, კაცს სასიკვდილო დაზიანებები ბლაგვი საგნით, თავის არეში მიაყენა. კაცი კლინიკაში მოთავსების შემდეგ, რამდენიმე დღეში დაიღუპა.
ოჯახი მიიჩნევს, რომ დაკავებულთა პირთა წრე უნდა გაფართოვდეს, რადგან, ახალგაზრდა კაცს, იქამდე ფიზიკურად ბრალდებულის შვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, ჯგუფურად გაუსწორდა.
"არ არის ერთი ადამიანის დანაშაული, შვილმა წამოიწყო, იყო იქ ბევრი დამხმარეებიც რომ ჰყავდა, მუშები იყვნენ თუ ვინ იყვნენ, დედამისმა ყველაფერი მაგან დააგვირგვინა, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ეს ყველაფერი თუ კანონის ძალით არ გაკეთდა, ჩვენ თავზე პასუხს არ ვაგებთ, გავაკეთებთ ისე, როგორც გამიმწარეს მე ეს შვილი", - ამბობს გარდაცვლილის დედა.
თანასოფლელებს შორის, კონფლიქტი სარწყავი წყლის განაწილების გამო მოხდა. დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.