დღეიდან ოპოზიცია ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს იწყებს

გამოქვეყნდა:

დღეიდან ოპოზიცია ევროკომისიის 12 პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს იწყებს. სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას მიღებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ოპოზიციური ფრაქციების და ჯგუფების წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები.

შეხვედრებზე ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების და ინიციატივების შესახებ იმსჯელებენ. ძირითადი თემები, რაზეც ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ისაუბრებენ ანტიკორუფციულ, მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემის საკითხებს ეხება.

ოპოზიცია ამბობს, რომ მომავალში შესაბამის კანონპროექტებს პარლამენტში დაარეგისტრირებენ. 

ცნობისთვის, პარალელურად სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს მართავს "ქართული ოცნებაც", ამ შეხვედრებს ოპოზიციის უმეტესობა არ ესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი