გვინდა, რომ მხარდამჭერმა ქვეყნებმა რუსეთი ტერორისტ ქვეყანად აღიარონ - უკრაინელების აქცია პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

რუსეთი არის ტერორისტი ქვეყანა - ამ სახელწოდებით თბილისში, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქცია საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა გამართეს. მათი სურვილია მთელმ მსოფლიომ გაიგოს თუ რა დანაშაულს სჩადის აგრესორი რუსეთი უკრაინაში.

მათი თქმით, იმ ქვეყნებმა, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, რუსეთი ტერორისტად უნდა აღიარონ. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ბავშვის ფეხსაცმელები და სათამაშოები დააწყვეს, რომელიც სიმბოლურად ომის დროს დაღუპული პატარების ხსოვნას აღნიშნავს.

"ჩვენ გვინდა, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებიც მხარს გვიჭერენ, აღიარონ, რომ რუსეთი არის ტერორისტი ქვეყანა. რუსეთი არ არის მხოლოდ ჩვენი მტერი, ის არის ყველა ქვეყნის მტერი, რომელიც მას ესაზღვრება. რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ქვეყანა მშვიდობიანად, ამიტომაც გვჭირდება საქართველოს მხარდაჭერა, რომ ერთად გავიმარჯვოთ და დავასრულოთ მშვიდობიანად ეს სასტიკი ომი", - ამბობს უკრაინული ორგანიზაცია "სვეტანოს" წევრი, კატერინა კოზაკ.

ცნობისთვის, 24 ივლისს 5 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი