შეეშვან საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანას - ხაბეიშვილი კომპანიებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ კონკრეტულ ბიზნესმენებს, მთავრობის დახმარებით, საქართველოში რუსული ნავთობი შემოაქვს. როგორც ხაბეიშვილი ამბობს, რუსეთი საქართველოსთვის ნავთობის მოწოდების კუთხით, ბოლო 5 თვის განმავლობაში, პირველ ადგილზეა:

"საქართველოს მთავრობამ და კონკრეტულმა ბიზნესმა გაავსო რუსული სისხლიანი ნავთობით საქართველოს პორტები და ტერმინალები. ამასობაში, უკანასკნელი 5 თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, რუსეთი გადავიდა პირველ ადგილზე მომწოდებელთა შორის, რაც ცხადია, აქამდე ასე არ იყო. ამასობაში უკრაინაში გენოციდის დაწყების დღიდან დღემდე 124 მილიონი დოლარის რუსული ნავთობი შემოიტანა საქართველოს ხელისუფლებამ და ოპერატორებმა", - თქვა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ხაბეიშვილმა დაასახელა ის სამი კომპანია, რომელსაც ქვეყანაში რუსული ნავთობი შემოაქვს. მათ შორისაა: ვისოლჯგუფი, არაგვი იმპექსი და ლუკოილი. ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიების რაოდენობა გაცილებით მეტია, თუმცა ამ ეტაპზე მათ სახელებს არ გაასაჯაროებს:

"ვაძლევთ რამდენიმე დრეს ამ სამ კომპანიასაც და დანარჩენ ათსაც, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანასა და უკრაინის გენოციდის დაფინანსებას. წინააღმდეგ შემთხვევაში,  იგივე მოუწევს ფხაკაძესაც, არაგვი იმპექსის ხელმძღვანელობას - მამა-შვილ კაკაბაძეებს, ლუკოილსაც და სხვა ათობით კომპანიას", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი