"არახამია არის არაკაცი... КГБ-შნიკი არის მამათქვენი" | კობახიძის კიდევ ერთი თავდასხმა დავით არახამიას და "მთავარი არხის" ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ აგრესიითა და სიძულვილის ენით უპასუხა "მთავარი არხის" ჟურანალისტის კითხვას, რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე. 

კობახიძემ ჯერ დავით არახამიას უწოდა "არაკაცი" შემდეგ კი "მთავარი არხის" ჟურნალისტს უთხრა, რომ "КГБ-შნიკი მამათქვენია"

"რაც შეეხება არახამიას. ეს კაცი ვინ არის, ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება სანქციებს, ერთადერთი, ვის მიმართაც ამოქმედდება სანქციები, ეს არის თვითონ არახამია და მას სანქციებს გამოუტანს უკრაინელი ხალხი იმ ყველაფერის გამო, რაც მან მოუტანა უკრაინას. არახამია არის ძალინ ბევრ რამეზე პასუხისმგებელე და მას ყველაფერს შეაფასებს პირველ რიგში უკრაინელი ხალხი. მარტივად ვიტყვი არახამია არ არის კაცი და მის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. უბრალოდ კაცი არ არის. არახამია არის არაკაცი. КГБ-შნიკი არის მამათქვენი, КГБ-შნიკი მამათქვენია, მამათქვენი არის КГБ-შნიკი, ნუ კანკალებ",- თქვა კობახიძემ 

საუბარია დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარზე, რომელშიც მან თქვა, რომ "ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი. ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. КГБ-ს აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა".

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი