კადიროვმა უზბეკეთის პრეზიდენტს 65 წლის იუბილეზე დოღის ორი ცხენი აჩუქა

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა უზბეკეთის პრეზიდენტს შავქათ მირზიოევს 65 წლის დაბადების დღისთვის ორი დოღის ცხენი აჩუქა - ამის შესახებ ინფორმაციას "კავკაზ რეალი" ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ცხენების ჯიში, რომელიც ჩეჩნეთის უფროსმა უზბეკეთის პრეზიდენტს აჩუქა, დაზუსტებული არ არის. უცნობია, ასევე,  საჩუქრის ღირებულება, მაგრამ ადრე გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ კადიროვი ფლობს 128 ელიტარულ ცხენს, რამაც რამდენიმე წელიწადში მას ას მილიონზე მეტი არადეკლარირებული რუბლი მოუტანა რბოლებიდან

გასულ წელს კადიროვმა თავის ქალიშვილს, რომელიც ჩეჩნეთის კულტურის მინისტრია, 2 მილიონი რუბლის ღირებულების ცხენი აჩუქა. რუსული მედიის ცნობით, 22 წლის აიშატ კადიროვამ მამისგან საჩუქრად მიიღო რუსეთში იშვიათი - ტინკერის ჯიშის, დოღის ცხენი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი