
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეცვალა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური - ამის შესახებ სპეციალური განკარგულება პრეზიდენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
განკარგულების თანახმად, პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გენერალ-მაიორი გრიგორი გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„გაათავისუფლეთ გრიგორი ანატოლიევიჩ გალაგანი უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობიდან“, - ნათქვამია განკარგულების ტექსტში.
25 ივლისის კიდევ ერთი განკარგულებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის თანამდებობაზე ვიქტორ ხორენკო დანიშნა.