გორის მერმა მრჩევლად ბავშვობის მეგობარი დანიშნა და ორჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნა

გამოქვეყნდა:

გორის მოჭიდავე მერმა მრჩევლად ბავშვობის მეგობარი და მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი შემოქმედი დანიშნა. თევდორე მაყაშვილს ლადო ხინჩეგაშვილმა სხვა მრჩეველზე ორჯერ მეტი ხელფასი დაუნიშნა. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, მაყაშვილის ხელფასი 2 200 ლარით განისაზღვრა.

თავად მაყაშვილ ხინჩიგაშვილთან მეგობრობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ მისი ანაზღაურება "გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესაბამისად" აქვს.

"ანაზღაურება მაქვს ჩემი გამოცდილების და შესაძლებლობის შესაბამისი, დამსახურება არაფერ შუაშია. ხინჩიგაშვილის ბავშვობის მეგობარი და კლასელი ვარ, სანამ თქვენ აღმოაჩენთ ამას, მე გეუბნებით. მაგრამ ამასთან ერთად ვარ ძალიან გამოცდილი და პროფესიონალი ჩემი საქმის", - თქვა მაყაშვილმა.

ადგილობრივ ოპოზიციაში ამბობენ, რომ მერი კადრებს ნეპოტიზმით არჩევს. მათივე თქმით, თევდორე მაყაშვილი იმ ცნობილი პრეზენტაციის ავტორია, რომლის წარდგენაც ხინჩეგაშვილმა გამართულად ვერ შეძლო. მაყაშვილი უარყოფს რომ ხინჩიგაშვილის გამოსვლის ტექსტის ავტორი თვითონაა და ამბობს: "ცნობილი პრეზენტაციის სფიჩი მე არ დამიწერია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი