
კანადაში, ბრიტანული კოლუმბიის პროვინციაში შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი მოკლა, ორი კი დაჭრა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ადგილზე რამდენიმე გასროლა მოხდა. პოლიციამ ასევე დაადასტურა, რომ სროლაში ეჭვმიტანილი ადგილზევე მოკლეს. ვარაუდობენ, რომ მისი სამიზნე უსახლკარო ადამიანები იყვნენ.
უწყების ცნობით, მათთვის ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, თუმცა მოტივებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.