
რუსეთის მიერ ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა იმ ბინძური ტაქტიკის გამეორებაა, რომელიც მათ სირიაში გამოიყენეს, როდესაც ჰუმანიტარულ ტვირთს ბომბავდნენ, - ამის შესახებ CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსული სარაკეტო თავდასხმა ოდესის პორტზე „აშკარად ეწინააღმდეგება“ მოსკოვის განცხადებებს, რომ ისინი მზად არიან შეასრულონ შეთანხმება კეთილსინდისიერად. ამასთან, კირბიმ იმედი გამოთქვა, რომ ეს აღარ განმეორდება.
პენტაგონის პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები შეაფასებს, რა სახის დაზიანება მიაყენა სარაკეტო თავდასხმებმა პორტს და რამდენად შეიძლება ამან იმოქმედოს მარცვლეულის ტერმინალების ფუნქციონირებაზე.