მეათე მოწვევის პარლამენტში 21 დეპუტატს ხმა საერთოდ არ ამოუღია - TI-ის ანგარიში

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია. "მდუმარე დეპუტატებს" შორის 10 უმრავლესობიდანაა, 11 კი ოპოზიციიდან. 

ხელისუფლებიდან სიაში მოხვდნენ: სამველ მანუკიანი, ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია,  ვიქტორ ჯაფარიძე.

ოპოზიციიდან: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, , რამაზ ნიკოლაიშვილი, კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილი, ელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);

"ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში პარლამენტმა ვერ შეძლო ეფექტურად განეხორციელებინა საპარლამენტო კონტროლი; ოპოზიცია, მეტწილად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სრულფასოვნად არ იყო ჩართული პარლამენტის საქმიანობაში. პარლამენტმა არ გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, მათ შორის 19 აპრილის პოლიტიკური პარტიების შეთანხმებით აღებული ის ვალდებულება, რომელიც ეხებოდა პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას", - წერს TI.

ორგანიზაციის სხვა მიგნებები:

  • საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოიყენა პარლამენტის 53-მა წევრმა;
  • საანგარიშო პერიოდში არც სიტყვით გამოსვლის და არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით არ უსარგებლია პარლამენტის 12 წევრს, აქედან 1 უმრავლესობის წევრია: სუმბატ კიურეღიანი, ხოლო 11 ოპოზიციონერია: გიორგი გოდაბრელიძე, ლევან ვარშალომიძე, აბდულა ისმაილოვი, მანუჩარ კვირკველია, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი , კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შალვა ნათელაშვილიელენე ხოშტარია (ამ ორ უკანასკნელს საჯაროდ ჰქონდათ გაცხადებული, რომ პარლამენტის საქმიანობაში არ იღებდნენ მონაწილეობას);
  • საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 47 წევრზე დაიხარჯა 766 860 ლარი;
  • პარლამენტის 59 წევრს, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველზე, ხელფასიდან საერთო ჯამში დაუკავდა 1 105 617 ლარი.

ანგარიშის მიხედვით, პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: დეპუტატის იმუნიტეტის შეზღუდვისათვის აუცილებელ ხმათა რაოდენობობის გაზრდა; 2 წევრისგან შექმნილი პოლიტიკური ჯგუფისათვის ფრაქციის უფლებების მინიჭება, გარდა საქართველოს კონსტიტუციით ფრაქციისთვის განსაზღვრული უფლებებისა; საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისათვის დეკლარაციის შევსების ვალდებულების დაკისრება.

TI-ს აზრით, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს არის: მართლმსაჯულების პროცესში არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაზრდა; საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ზოგიერთი საკითხი.

ნეგატიურადაა შეფასებული შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესის შეცვლა; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია; საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები; პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობაზე პასუხისმგებლობის გამკაცრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი