"რა შეხება აქვს კგბ-თან არახამიას, ამას უახლოეს კვირეებში და თვეებში დავინახავთ!" | ოდიშარია

გამოქვეყნდა:

"რა შეხება აქვს კგბ-თან არახამიას, ამას უახლოეს კვირეებში და თვეებში დავინახავთ!" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი ბექა ოდიშარია Facebook-ზე წერს და ირაკლი კობახიძის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტ ნატაშა ჯახუტაშვილზე თავდასხმასა და დავით არახამიას მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, კობახიძე КГБ-ს აგენტის შვილია".

ის ირაკლი კობახიძის მამაზე, გია კობახიძეზეც წერს:

ბატონ გია კობახიძეს ეროვნული მოძრაობიდან ვიცნობ. ვიცნობ 1989 წლიდან, იმ პერიოდიდან, როცა რუსთაველზე მუდმივად იმართებოდა აქციები, მიტინგები და ყველა პირველსკოლელის და საერთოდ, ყველა ახალგაზრდის დღის წესრიგად იქცა აბობოქრებული ეროვნული მოძრაობის ფერხულში ჩაბმა.

ჩვენ, როგორც ახალგაზრდებს სჩვევიათ, გამადიდებელი შუშით შევყურებდით ეროვნული მოძრაობის ლიდერებს. სწორედ ამ საოცრად ამაღლებული პერიოდიდან მახსოვს, ინტელექტით გამორჩეული, გაწონასწორებული, იუმორით სავსე და კაცთმოყვარე ლიდერი გია კობახიძე.

მან შემდგომში დამოუკიდებელი საქართველის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე გადაინაცვლა და კვლავაც დარჩა ისეთივე ღირსეული და თავმდაბალი, როგორიც დაგვამახსოვრდა იმ წლებიდან.

მას, ბუნებრივია, ახლაც გააჩნია დიდი რესურსი, გამოცდილებიდან გამომდინარე, თუმცა შინაგანი წესიერება, პატიოსნება, შეგნება და თავმდაბლობა არ აძლევს უფლებას, აქტიურად პოზიციონირებდეს პოლიტიკურ პროცესებში ყველასათვის გასაგები მიზეზების გამო.

განსხვავებით სექტის ლიდერებისგან, რომელთა ოჯახის წევრები მაშინაც და ახლაც ყოველდღე თვალებგადმოკარკლულები შხამავენ ქართულ აუდიტორიას( დედები, ბიძები, ,ცოლები(!),დები, ძმები და ა.შ.).

მართლა საოცარია, ღირსებით შემკულ, ეროვნული იდეისათვის თავგანწირულ და პატრიოტ ადამიანს რომ ვიღაც უგვანო, ქართული გვარის შემარცხვენელი, არახამია მისწვდება და შეურაცხყოფს!

გაუგონარი ამბავია, პოლიტიკოსს ვერაფერი დააკლო სხვადასხვა ბინძური მეთოდებით , არგუმენტებით და მის მშობელს გადასწვდე! ამას ქართველი კაცი არ იკადრებს!

გია კობახიძე ნამდვილად იქნებოდა კგბ-ს თვალთვალის და დევნის ობიექტი ისევე , როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერები! აი რა შეხება აქვს კგბ-თან არახამიას, ამას უახლოეს კვირეებში და თვეებში დავინახავთ!, - წერს ოდიშარია.

ოდიშარიას პოსტი სრულად: "აქაური მაძუნგალების დიქტატი არ გაკლდათ, ახლა უჯიშო “პატრიოტების” ნარატივს აჰყევით?!" | ოდიშარია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი