"რას ნიშნავს თმენის ვალდებულება? მაგინოთ და მე ჩუმად ვიყო, რა ლამაზად მაგინებთ?" | კალაძე ჟურნალისტებს

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის მხრიდან მთავარი არხის ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა და ირაკლი კობახიძის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი განცხადებები გაამართლა.

კალაძემ ფაქტს უსიამოვნო უწოდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ კობახიძის თავდასხმები ცალმხრივი არ ყოფილა.

"მე არ შევალ დეტალებში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არ არის სასიამოვნო ფაქტი, შესაბმისად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ იყოს უფრო მეტი ურთიერთპატივისცემა. შეიძლება არ მოგწონდეს კონკრეტული პოლიტიკოსი, არ ემხრობოდე მის პოლიტიკურ ნაბიჯებს, მაგრამ შეურაცხყოფა და ოჯახის შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია.

ფიქრობთ, რომ ცალმხრივი იყო ეს ყველაფერი, თქვენ შეურაცხყოფა გვაყენოთ და ჩვენ თავდახრილები ვიდგეთ, ეს არასწორია.

თმენის ვალდებულება? რას ნიშნავს თმენის ვალდებულება, მაგინონ და მე ჩუმად ვიყო, რა ლამაზად და კარგად მაგინებ?", - თქვა კახა კალაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი