თუ მე ან ჩემი ოჯახის წევრს მიაყენებენ შეურაცხყოფას, ამაზე რეაგირება იქნება, ამას უნდა შევეგუოთ - ღუდუშაური

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, ალუდა ღუდუშაური "მთავარი არხის" ჟურნალისტის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს უერთდება და ამბობს, რომ მის ქცევას საერთო არაფერი ჰქონდა ეთიკასთან და ჟურნალისტიკასთან. მას პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა, არ გაუკრიტიკებია.

"გუშინ რაც მოხდა, ვიყავი იქ, რაც გუშინ მოხდა და რაც იკადრა კონკრეტული პარტიული ტელევიზიის წარმომადგენელმა, ძალიან რთულია და ჩემთვის სამწუხარო, რომ ამ ადამიანზე ვსაუბრობთ და მე მიჭირს თქმა, რომ რაღაცნაირად ჟურნალისტის მიერ განხორციელდა  ეს მოქმედება, ეს პირდაპირ განხორციელდა როგორც არც მეტი არც ნაკლები ყველაზე რადიკალური პარტაქტივის წარმომადგენლის მხრიდან.

საერთო იმასთან, რომ ჟურნალისტიკასთან, რიმე ეთიკასთან, ამ კონკრეტული ადამიანის ქცევას არაფერი საერთო არ ჰქონდა. მე ვფიქრობ, რომ თუ თქვენ რაიმე უნდა გაწუხებდეთ და ეს ფსევდო აჟიოტაჟი და ასე შემდეგ, მე ვფიქრობ, ძალიან ბოროტ და დათვურ სამსახურს უწევთ ამ დამიანს, იმით, რომ ერთგვარი წახალისება ხდება. მე მინდა ყველას გითხრათ, არაფერი არ ღირს ამ ქვეყანაში და არცერთ სხვა ცხოვრებაში იმად, რომ სახე არ დაკარგო, არ დაკარგო ღირსება, არ დაკარგო ადამიანობა, არაფერი არ უნდა გიღირდეთ ამათ, არაფერი არ ღირს. 

გვაქვს თმენის ვალდებულება, დიახ ეს ასეა, მაგრამ თქვენ სად წაიღეთ, ჟურნალისტები, რომლებიც ოპერატორთან ერთად, კამერასთან ერთად მუშაობს, თქვენ სად წაიღეთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა", - თქვა ღუდუშაურმა.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღევანდელი კრიტიკული მედიების მუშაობას საერთო არაფერი აქვს ობიექტურ მედიასთან ან კრიტიკულ მედიასთან და ამას "სირცხვილი" ჰქვია. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ რაც მეტად გაემიჯნებიან "სირცხვილს" უკეთესი იქნება. 

"მე რამოდენიმე წლის უკანაც გავაკეთე განცხადება, რომ თუ მე ან ჩემი ოჯახის წევრს მიაყენებენ შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ეს არის ყოველგვარი წითელი ხაზის მიღმა, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირება იქნება და პასუხიც იქნება, ამას უნდა შევეგუოთ", - ამბობს ღუდუშაური. 

მისივე აზრით, "მთავარი არხის" ჟურნალისტმა კითხვა არ დასვა, არამედ შეურაცხყოფა მიაყენა პოლიტიკოსს, ოღონდ ამას ბოლოში კითხვის ნიშანი დაუსვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი